პრემიერი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი , პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს, არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა, სოციალურ ქსელ X-ში.
„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობა ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს -საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც.
“გილოცავთ არჩევნებში გამარჯვებას, ბატონო პრეზიდენტო დონალდ ტრამპ! ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა ძლიერი შეერთებული შტატები – ჩვენი 33-წლიანი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი – რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, გააძლიეროს რეგიონალური უსაფრთხოება და სტაბილურობა და დაიცვას ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა”, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ მედიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ მეარაყიშვილი – ჩვენს ეზოში ხმაურიანი ქორწილი იყო, გადავიღე და გამოჩნდა ანძა, რომელზეც მითხრეს, რომ სატელეფონო ანძა იყო, შეიძლება ქართველებმა დააზიანონ ან გაგვითიშონ ტელეფონი და ომი დაიწყოსო – ამაში გამოიხატებოდა ჩემი ჯაშუშური საქმიანობა

ადვოკატი ვაკის კორტებთან მკვლელობაზე – მალხაზ ბაგათელია დუმილის უფლებას იყენებს, მე-3 სტადიის სიმსივნე აქვს, ამიტომ დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა – ბრალდებამ, შესაძლოა, ფსიქიატრიული შემოწმება მოითხოვოს, თუმცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერაფერს ვამჩნევ