ორბელიანების სასახლეში საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციურ პარტიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.
როგორც ლიდერებმა პრეზიდენტთან აუდიენციამდე განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრის ინიციატორები თავად პარტიები არიან.
როგორც “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, დღევანდელი შეხვედრაზე ისაუბრებენ “არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მტკიცებულებების ახალ გარემოებებზე”.
“დღევანდელი შეხვედრა არის ჩვენი თხოვნით იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოვლენების ბოლო განვითარების შესახებ ვესაუბროთ პრეზიდენტს. ბევრი არის დადგენილი და გარკვეული არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ახალ გარემოებებთან დაკავშირებით. გვინდა ეს ყველაფერი გავაცნოთ პრეზიდენტს”, – განაცხადა გვარამიამ.
რაც შეეხება აქციებთან დაკავშირებით პრეზიდენტის როლს, გვარამიამ აღნიშნა,რომ აქციებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრი თავად იღებს გადაწყვეტილებას.
“ბუნებრივია, რომ მთავარი აქტორი არის ხალხი. პრეზიდენტს ქვეყნის წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულებები და უფლებამოსილებები აქვს , ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი აქცია”, – განაცხადა გვარამიამ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე პარტიიდან “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფება.