საქართველოს თასის გამარჯვებული „საბურთალო“ გახდა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშება „საბურთალოს“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალში თბილისის გუნდმა „დინამო “ 1:0 დაამარცხა და ეს ტურნირი ბოლო სამ წელიწადში მეორედ მოიგო.
გამარჯვების ბურთი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა. ბათუმელები ერთ ეპიზოდში ცოტნე ფაცაციას წაქცევისთვის თერთმეტმეტრიანის დანიშვნას ითხოვდნენ, თუმცა მსაჯმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე გულშემატკივრების შეჭრის გამო ვითარება დაიძაბა, თუმცა სამართალდამცველთა ჩარევის შედეგად სიტუაცია განიმუხტა.
თასის მოგებით „საბურთალომ“ უეფას კონფერენს ლიგის საგზური მოიპოვა. ამ გუნდის გარდა, ზაფხულში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე „დინამო “, „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ გამოვლენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება