“ნაციონალურ მოძრაობას” წევრები ისევ ტოვებენ – პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ

“ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის წევრები ისევ ტოვებენ. ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხობის შემდეგ, ოპოზიციური პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ. “ნაციონალურ მოძრაობას” საკრებულოს ფრაქციის 8 წევრიდან, 6 გამოეყო. ისინი თავმჯდომარეს უპირისპირდებიან.
მიზეზად, არაფორმალურ მმართველობასა და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს ასახელებენ.
“გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი პარტიის ახალი მენეჯმენტი და პარტიის თავმჯდომარე ვერ უზრუნველყოფს იმ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლითაც წლების განმავლობაში პარტია მოვიტანეთ აქამდე. ახალი მენეჯმენტის მხრიდან ხდება ყოველდღიურად ე.წ. მგლის ბილეთების გამოწერა ჩვენს მიმართ. პარტიიდან უშვებენ ყველა ღირსეულ ადამიანს. ვრჩებით დამოუკიდებელ დეპუტატთა ფრაქციად და ისე ვიბრძოლებთ ზუსტად იმ ღირებულებებით, რა ღირებულებებითაც აქამდე გვიბრძოლია,“ – აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი შარიფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პოლიციის მხრიდან მოქალაქეზე განხორციელებული ძალადობის ამსახველ კადრებზე – ეს აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ ამაზე სათანადო რეაგირება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი: ზუსტად იმ ხალხმა დაიწყო წერა “მელიამ აქცია დაშალა” ვისაც მთელი ღამე თბილიად და მშვიდ ეძინა. გეგონება მელიას ეს ხალხი მოკლე ჯაჭვით ყავდა დაბმული და იმ ღამეს აუშვა რომ წასულიყვნენ- სააკაშვილის გამოსწორება არ იქნება