ომების დაწყებას არ ვაპირებ, ომების შეჩერებას ვაპირებ

მე არ ვაპირებ ომების დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ, – ამის შესახებ -ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამადლობელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს, წლებია, ომები არ ჰქონია.
„ჩვენ საღი აზრის მქონე პარტია ვართ. ჩვენ გვსურს საზღვრები, უსაფრთხოება, საქმე რომ იყოს კარგად, უსაფრთხოდ. გვსურს კარგი განათლება, ძლიერი და გავლენიანი შეიარაღებული ძალები, იდეალურ შემთხვევაში, არ მოგვიწიოს მათი გამოყენება. წლებია, ომები არ გვქონია. ჩვენ არ გვქონია ომები, პირიქით, რეკორდულ დროში დავამარცხეთ „ისლამური სახელმწიფო“, მაგრამ ომები არ გვქონია. ამბობდნენ, ის ომს დაიწყებსო. მე არ ვაპირებ ომის დაწყებას, ომების შეჩერებას ვაპირებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გვახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში „დიფ სთეითი“ ვენეციის კომისიას იყენებდა თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის და როდესაც ვაგზავნიდით კანონპროექტს, სამართლებრივი, ტექნიკური შენიშვნების ნაცვლად ვიღებდით პოლიტიკურ დასკვნებს

ვერ აანალიზებენ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები უკვე ძალიან კარგად არჩევენ რეალობას ზღაპრებისგან და ამით ისინი კიდევ უფრო იზიანებენ უკვე დაზიანებულ რეპუტაციას ჩვენი მოქალაქეების თვალში

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განუცხადა როგორც ქართულ საზოგადოებას, ისე ევრობიუროკრატიას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოსამართლეები უცხოელების მიერ არ დაინიშნებოდნენ, რა მოტივებითაც არ უნდა ყოფილიყო ეს შეფუთული