აშშ-ის არცერთი ადმინისტრაცია არ იქნება „ოცნების“ რეჟიმის გვერდით — უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ -ის არცერთი ადმინისტრაცია, იმის მიუხედავად, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის გვერდით არ დადგება.
ამის შესახებ უსუფაშვილმა კომენტარი ნეტგაზეთთან სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე გააკეთა.
„დანამდვილებით ვიცი, რომ საქართველოსთან მიმართებით, აშშ-ის არცერთი შესაძლო პრეზიდენტი არ გადაუხვევს ამერიკის კურსს. ისინი შეეცდებიან იდგნენ ქართველი ხალხის გვერდით, მაგრამ არცერთი ადმინისტრაცია არ იქნება ავტორიტარული რეჟიმის გვერდით, რომელმაც დასავლეთთან და მათ შორის, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ნაცვლად არჩია თვითიზოლაცია და ს ორბიტაზე გადასვლა. ეს მიუღებელი იქნება პრეზიდენტი ტრამპისთვისაც და პრეზიდენტი ჰარისისთვისაც. ეს მიუღებელი იქნება დემოკრატიული კონგრეს-სენატისთვისაც და რესპუბლიკური კონგრეს-სენატისთვისაც.
ამასობაში, რა თქმა უნდა, გამარჯვებულის ვინაობა სერიოზულ გავლენას მოახდენს თავად შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკაზე, ცხოვრებაზე, მსოფლიოს მრავალ წერტილში ამას ვიგრძნობთ. მაგრამ მე მგონია, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ისეთი გზა და გეზი აირჩია, რომ ამას ორივე ადმინისტრაცია ძალიან სერიოზულად უპასუხებს. ოღონდ ისე, რომ ქართველ ხალხთან სტრატეგიული პარტნიორობა არ შეიბღალოს. არცერთი ის ინსტრუმენტი, რომელიც შეერთებული შტატების არსენალშია, არ იქნება უარყოფილი, ვინაიდან საქართველომ სწორედ სტრატეგიულ პარტნიორებს უღალატა. შეერთებული შტატებისთვის ეს წითელი ხაზია“, — თქვა დავით უსუფაშვილმა.
ტრამპის გამარჯვებასთან და აშშ-ის ადმინისტრაციის ცვლილების საქართველოზე გავლენასთან დაკავშირებით, მსგავსი პროგნოზი აქვს თითქმის ყველა ოპოზიციურ ლიდერს — აშშ-ის კურსი საქართველოსთან მიმართებით არ შეიცვლება და ის შეიძლება უფრო გამკაცრდეს ივანიშვილთან და მის ხელისუფლებასთან მიმართებით.