გურჯაანის მერია – ზარალის დამთვლელმა მუდმივმოქმედმა კომისიამ სოფლებში ზარალის შესწავლა დაიწყო

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სტიქიის შედეგებს ადგილზე გაეცნენ.
გურჯაანის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის ყველგან აღდგენილია. მერიის ზარალის დამთვლელი მუდმივმოქმედი კომისიები დილიდან გავიდნენ სოფლებში და ზარალის შესწავლა დაიწყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ