გიორგი რურუა საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა.
სასამართლოში მისი გამოკითხვა უკვე დაიწყო. ის მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს კითხვებს, რომელიც მასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს აქვთ.
„არ ვიცი, რას უკავშირდება ეს დაბარება. [განჩინება] იყო რუტინული. გამოსვლის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, რა საქმეზე ვართ. გავიგებ და რომ გამოვალ გეტყვით“,- განაცხადა გიორგი რურუამ.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისივე ინფორმაციით, გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალებისა და ძალადობრივი დამხობის მუხლებით მიმდინარეობს.