საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ცესკო მიიჩნევს, რომ დედოფლისწყაროს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა მიკერძოებულია, რადგან ცოლი მარცხვის ტორტის გამოცხობას დაპირდა.
ქურდოვანიძის ინფორმაციით, ცესკომ სქრინები საქმეს დაურთო.
“ველოდებით 14:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში ფარულობის უფლების დარღვევაზე გაერთიანებული საქმის დაწყებას.
მოსამართლეების შემადგენლობაც კი ბოლო წუთამდე არ ვიცით.
თეთრიწყაროს საქმეც აქ განიხილება. საარჩევნო ადმინისტრაცია ითხოვს, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო, რადგან მისი ცოლი სოციალურ ქსელებში კრიტიკულ პოსტებს აქვეყნებს და მარწყვის ტორტის გამოცხობას დაპირდა. პოსტების სქრინები დაურთეს საქმეს.
ასევე ითხოვენ, რომ ჩატარებული ექსპერიმენტი, სხდომაზე დათვალიერებული ბიულეტენები მტკიცებულებად არ ჩათვალონ და ამორიცხონ საქმიდან”, – წერს ქურდოვანიძე.
4 ნოემბერს, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროსა და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა. მან განაცხადა, რომ ელექტრონული წესით ჩატარებულ არჩევნებზე ხმის ფარულობა დაირღვა.
მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით გაუქმდა ის 30 უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.