ხათუნა ხოფერია: ჩემი ჟღალი მიმინო პრეზიდენტია!

“ჩემი ჟღალი მიმინო პრეზიდენტია!” – წერს Facebook-ზე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ხათუნა ხოფერია.

ცნობისათვის, ხათუნა ხოფერია 1985 წელს, საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ზოოლოგიის ინსტიტუტში. 1993 წელს გაწევრიანდა პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირში, 1994 წელს დაინიშნა პარტიის პრეს- სამსახურის უფროსად. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, პარლამენტის საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“, დაინიშნა საპროცედურო საკითხებისა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.

2002-2005 წლებში იყო პარტია გაერთიანებული დემოკრატების წევრი. დიდი წვლილი აქვს შეტანილი 2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარ ვარდების რევოლუციაში. 2004-2007 წლებში იყო საქნავთობის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2007-2008 წლებში დაინიშნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ. 2008-2012 წლებში აქტიურად იყო ჩართული ოპოზიციურ მოძრაობაში, ოჯახთან ერთად. აქტიურად არის ჩართული ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)