ლუკაშენკოს კომპანიას აფხაზეთში 20 ჰექტარი მიწა გადაეცა – “ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი”

ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ინფორმაციით, ს დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა, ადგურ აგრბამ, “უხეშად უპასუხა” “ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის” მოთხოვნას, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკაში ალექსანდრე ლუკაშენკოს ინტერესების შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა და აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურიდან დეტალების დაზუსტებას ცდილობდა.
“ლუკაშენკო სამართლიანად არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული სახელმწიფო მოღვაწე, პასუხისმგებლობიანი ლიდერის მაგალითი, რომელიც მტკიცედ იცავს საკუთარი ხალხის ინტერესებს, რომელსაც პატივს სცემენ ჩვენს ქვეყანაში,” – განუცხადა დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამ ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის და დასძინა, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკის სამთავრობო უწყებებისადმი მსგავსი პროვოკაციული მიმართვების განმეორების შემთხვევაში, მათი ავტორები დაუყოვნებლივ გაიგზავნებიან ცნობილი “სამი ასოს” მარშრუტით.”
13 ოქტომბერს ბელარუსის საგამოძიებო ცენტრმა გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკოს აფხაზეთში [დე ფაქტო] ვიზიტის შემდეგ, 20 ჰექტარი მიწა გადაეცა მის მიერ კონტროლირებად კომპანიას – “დიდი საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად”, რაც ითვალისწინებდა სანატორიუმისა და საკურორტო კომპლექსის მშენებლობას ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში, შავი ზღვის სანაპიროზე.
“გარდა ამისა, ნაკვეთის ღირებულება შესაძლოა იყოს მილიონობით დოლარი. სოფელ კინდღის რაიონში ფასი განსხვავდება ზღვასთან სიახლოვის მიხედვით. მაგალითად, წყლიდან ას მეტრში 1 ჰექტარი მიწა 31 მილიონ რუსულ რუბლად (დაახლოებით 320 ათას დოლარად) იყიდება. ამ ხარჯიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 20 ჰექტარი ფართობი დაახლოებით 6,4 მილიონი დოლარი დაჯდება. “მარგალიტები 2010″-ის ნაკვეთი მდებარეობს პირდაპირ შავი ზღვის სანაპიროზე და, სავარაუდოდ, მისი ფასი კიდევ უფრო მაღალია”, – წერია გამოძიებაში.
2008 წლის აგვისტოში, რუსეთსა და საქართველოს შორის ომისა და ორი დე ფაქტო რესპუბლიკის – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გაჩენის შემდეგ, ალექსანდრე ლუკაშენკო შეხვდა მათ პრეზიდენტებს სოჭში. თუმცა, შემდგომში ბელორუსს არასოდეს უღიარებია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. ლუკაშენკომ არაერთხელ თქვა, რომ ეს ქვეყნისთვის შეუფერებელი იყო.
2022 წლის აგვისტოს ბოლოს, აფხაზეთის [დე ფაქტო] ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ მისი რეგიონი მზადაა “ბელორუსისა და ს სამეკავშირეო სახელმწიფოს ნაწილი გახდეს”.
2022 წლის 28 სექტემბერს ლუკაშენკო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სრულიად მოულოდნელად ჩავიდა.