რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს გაიმართება. თარიღი ოფიციალურად ფედერაციის საბჭომ დანიშნა. დადგენილება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.
პრეზიდენტის არჩევნების დღის დანიშვნა, რუსეთის კონსტიტუციით, ფედერაციის საბჭოს ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.