ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დააზიანა – ასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელში 50-მდე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. ნაწილს კონსტრუქცია მთლიანად აქვს გადახდილი.
სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტრო გადამცემი ხაზები, მოგლიჯა ასწლოვანი ხეები შედეგად ათასობით აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დაზარალებულ სოფლებში დილიდან იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სპეციალური კომისია მუშაობს და ზარალს ითვლის.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სამუშია – „ქართული ოცნება“ მშვიდობის ნიღბით შენიღბული ქვეყნის უბედურებაა – მოქალაქეების მიმართ ყველგან ზეწოლაა, თავად კი სახლში ოქროს ზოდებს ინახავენ და ათი ათასობით ხელფასს ინიშნავენ