: -ისა და საქართველოს ურთიერთობები ნებისმიერ პოლიტიკურ ცვლილებებს გაუძლებს

საქართველოში -ის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადებით, სჯერა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო და საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის ურთიერთობაზე გავლენა არ ექნება. ამის შესახებ ელჩმა რობინ დანიგანმა განაცხადა თბილისში, ამერიკული სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ election breakfast-ზე.

“მე ნამდვილად მჯერა, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოს ხალხს და აშშ-ის ხალხს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენს კომპანიებს, ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის, ყველა ეს ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, – თქვა დანიგანმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ მიღებაზე.

მისი სიტყვებით, ეს ჰგვრის სიამაყეს, წარმოადგენდეს აშშ-ს საქართველოში. მისი თქმით, სწამს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუძლებს პოლიტიკურ ცვლილებებს, პოლიტიკურ განწყობებს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”