Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ შეეცდება შეამციროს ფედერალური სააგენტოების რაოდენობა შეერთებულ შტატებში, თუ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მის ადმინისტრაციაში თანამდებობას მიანიჭებს. ამის შესახებ მასკმა „ტაკერ კარლსონის ონლაინ შოუში“ საუბრისას განაცხადა.
მასკმა თქვა, რომ მას სურს დაეხმაროს ტრამპს, რომ მთავრობა უფრო ეფექტური გახდეს.
„ჩვენ გვაქვს გიგანტური ბიუროკრატია, გვაქვს გადაჭარბებული რეგულაცია. ჩვენ უნდა მივცეთ ამერიკის მშენებლებს აშენების საშუალება“, – განმარტა მან.
მეწარმე ღიად უჭერდა მხარს ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და არაერთხელ გამოვიდა მიტინგებზე როგორც მისი კამპანიის ფარგლებში. მასკი იყო მისი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი (Forbes-ის ქონება 264,7 მილიარდ დოლარად არის შეფასებული).