კობახიძე: მაღალი ალბათობაა, რომ სალომე ზურაბიშვილი აგვისტო-სექტემბერში გადადგება

მაღალი ალბათობაა, რომ პრეზიდენტი გადადგება – რეალურად, გადააყენებენ, როგორც თავის დროზე გიორგი გახარია გადააყენეს. დიდი ალბათობით, შეიძლება, ეს აგვისტო-სექტემბერში მოხდეს. რეალურად, შეიძლება, ორი რამისთვის დასჭირდეთ – ერთი, ეს არის პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მხრიდან ს შემდგომი ოპოზიციის კამპანიის მხარდაჭერა, გაყალბებასთან დაკავშირებით და ა.შ. ყველამ წინასწარ ვიცით, არჩევნების შემდეგ, ოპოზიცია კამპანიას რაზეც ააგებს. შეიძლება, რადიკალურ ოპოზიციას ამაში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა დასჭირდეს. ამისთვის, ის პრეზიდენტის პოსტზე სჭირდებათ, თუმცა, შეიძლება, განხილული იყოს ალტერნატიული სცენარი, როცა სალომე ზურაბიშვილი აგვისტოში, სექტემბერში პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მე იმ ადამიანებისთვის უფრო პრაგმატული სცენარი მისი პრეზიდენტად დატოვება მგონია, რადგან, ზურაბიშვილს დიდი საარჩევნო რესურსი არ აქვს. საბოლოო ჯამში, მოვლენების განვითარებას დაველოდოთ.