ტრამპმა არჩევნების გაყალბების ეჭვი გამოთქვა, მის განცხადებას დეზინფორმაცია უწოდეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის ს გაყალბების ეჭვი გამოთქვა. მან თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ბევრს საუბრობენ ფილადელფიაში მასობრივ გაყალბებაზე. ტრამპს გაყალბების არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
პასუხად ფილადელფიის კომისარმა სეტ ბლუსტეინმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ს განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციის კიდევ ერთი მაგალითია. კომისრის თანახმად, ფილადელფიაში კენჭისყრა უსაფრთხოდ და მშვიდად ჩატარდა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე პრეზიდენტი .
პრეზიდენტობის კანდიდატებს გამარჯვებისთვის სჭირდებათ საარჩევნო კოლეგიის 538-დან სულ მცირე 270 ხმა.
· 60 წლის კამალა ჰარისი -ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტია, ისევე როგორც პირველი შავკანიანი და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი. მანამდე ჰარისი კალიფორნიის შტატის პირველი ქალი გენერალური პროკურორი იყო.
· კამალა ჰარისი პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში ჩაერთო მას შემდეგ, რაც 2024 წლის 21 ივლისს შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და ქვეყნის ინტერესების გამო საარჩევნო მარათონს ეთიშება, პრეზიდენტად კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს.
· არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰარისი გახდება აშშ-ის პირველი ქალი პრეზიდენტი.
· 78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ს ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
· მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
· კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი. საქმე აღძრულია ტრამპის წინააღმდეგაც.
საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი კამალა ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში ვიცე-პრეზიდენტი გახდება მინესოტის შტატის გუბერნატორი ტიმ უოლზი.
თუ პრეზიდენტად რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს აირჩევენ, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ოჰაიოელი სენატორი ჯეი დი ვანსი.

ასევე დაგაინტერესებთ

გურამ მაჭარაშვილი – ტრამპის არჩევით დადასტურდა, რომ ამერიკული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა არა ლგბტ პროპაგანდის, არამედ ტრადიციების, არა ომის, არამედ მშვიდობის, არა მშობელი 1-ის და მშობელი 2-ის, არამედ დედის და მამის