ესტონეთის პრემიერ-მინისტრსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, კაია კალასსა და ვიქტორ ორბანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს პრემიერი, კაია კალასი ავრცელებს.
„ვესაუბრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს. განვიხილეთ უსაფრთხოების საერთო საკითხები, მათ შორის ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოება“, – წერს კალასი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
კაია კალასმა აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც განიხილა.
„ევროპული საბჭოს სამიტის წინ, ხაზი გავუსვი უკრაინის მიმართ გრძელვადიანი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ევროკავშირის გაფართოება ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსუდან თევზაძე – ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ვადის აგვისტოს ბოლომდე მიცემა „წითელ ბარათამდე მიახლოებული ბარათია“ – იმ პოლიტიკურ რეალობაში, რომელიც „ოცნებამ“ შექმნა, გიორგი გახარია საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს