ერთი მილიარდერი, 16 მილიონერი – ვინ ხდება დეპუტატი „ქართული ოცნების“ სიიდან?

ს წინასწარი მონაცემების მიხედვით, რომელსაც ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ, მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნების“ 89 დეპუტატი შეიძლება მოხვდეს. მათგან 17 მილიონერია.

მილიონერებს შორის ათი, ერთხელ მაინც ყოფილა პარლამენტის წევრი, დანარჩენი შვიდი კი საკანონმდებლო ორგანოში ახალბედაა. მათ შორის ერთი, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე, მილიარდერი პარლამენტის წევრი არასდროს ყოფილა.

ბიძინა ივანიშვილი – ქვეყნის მშპ-ს 25%

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი, ბოლო მონაცემებით, 30 მილიარდია. „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომრის, პარტიის დამფუძნებლის, 68 წლის ბიძინა ივანიშვილის ქონება კი, „ბლუმბერგის“ 5 ნოემბრის მონაცემებით, 7,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, თუმცა დეკლარაციის მიხედვით, მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონს ფლობს.

ივანიშვილს საპარლამენტო სიაში მოხვედრის შემდეგ მოუწია ქონებრივი დეკლარაციის შევსება. ამ დეკლარაციაში მისი ქონების მხოლოდ ნაწილის შესახებ არის ინფორმაცია თავმოყრილი. მათ შორის, არაფერი წერია იმ თანხის შესახებ, რომლის გამოც ივანიშვილი საერთაშორისო სასამართლოში დავობს.

ვრცლად