ვინ გააკონტროლებს ამერიკის კონგრესს?

აშშ-ის კონგრესის კონტროლი, მნიშვნელოვანი საკითხია ამერიკის არჩევნებზე. არჩევნებმა შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში. თუმცა კაპიტოლიუმი შეიძლება კვლავ დარჩეს ს რესპუბლიკელებსა და ს დემოკრატებს შორის გაყოფილი.
შედეგი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იმის განსაზღვრაში, თუ რამდენად შეძლებს, სამშაბათის საპრეზიდენტო ს გამარჯვებული 2026 წლამდე საკუთარი პოლიტიკის გატარებას.
დამოუკიდებელი ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რესპუბლიკელებს აქვთ დიდი შანსი, დაიბრუნონ სენატი, სადაც დემოკრატებს აქვთ უმრავლესობა 51-49 წინააღმდეგ. მაგრამ რესპუბლიკელებმა შესაძლოა დაკარგონ კონტროლი პალატაზე, სადაც დემოკრატებს მხოლოდ ოთხი ადგილის დაკავება სჭირდებათ 435 ადგილიან პალატაზე კონტროლისთვის.
შეერთებული შტატების კონგრესი შედგება ორი პალატისაგან: სენატი და წარმომადგენელთა პალატა. სენატს, ანუ ზედა პალატას აქვს 100 ადგილი – ორი სენატორი თითო შტატიდან. მათგან 34, წელს ხელახლა აირჩევა.
როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, შედეგს, სავარაუდოდ, ამომრჩეველთა მცირე ნაწილი განსაზღვრავს. ბრძოლა სენატისთვის შვიდ შეჯიბრზეა დამოკიდებული, ხოლო წარმომადგენელთა პალატისთვის ბროლაში 40-ზე ნაკლები რბოლა კონკურენტუნარიანია.
“რბოლა წარმოუდგენლად ახლოსაა”, – თქვა ერინ კოვეიმ, რომელიც აანალიზებს წარმომადგენელთა პალატის რბოლებს არაპარტიული ორგანიზაცია “ქუკ პოლიტიკო რეპორტისთვის”.
ოქტომბრის “როიტერ/იფსოს”-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ რეგისტრირებული ამომრჩევლების 43% მხარს უჭერს რესპუბლიკელ კანდიდატს თავის ოლქში, ხოლო 43% ემხრობა დემოკრატიულ კანდიდატს.
სენატი
დემოკრატები ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი პოზიცია სენატში, რომლის წევრები ექვსწლიანი ვადით მსახურობენ.
რესპუბლიკელებს მხოლოდ ორ რობალში გამარჯვება სჭირდებათ წარმომადგენელ პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად და მოსალოდნელია, რომ ისინი ადვილად მოიპოვებენ ერთ-ერთ ადგილს დასავლეთ ვირჯინიის შტატში გამარჯვებით, სადაც ჯო მანჩინი, დემოკრატი, რომელიც დამოუკიდებელი გახდა, პენსიაზე გადის. შტატის პოპულარული გუბერნატორი, ჯიმ ჯასტისი, ვარაუდობენ, რომ ადვილად დაიკავებს მანჩინის ადგილს.
რესპუბლიკელებს შეუძლიათ თავიანთი უმრავლესობის უზრუნველყოფა მონტანაში გამარჯვებით, სადაც დემოკრატ ჯონ ტესტერს რთული ხელახალი საარჩევნო ბრძოლა ელის, ან ოჰაიოში, სადაც დემოკრატი შეროდ ბრაუნი ასევე ახლო რბოლაშია, რესპუბლიკელ ოპონენტთან.
რესპუბლიკელებს აქვთ შანსი სენატში უმრავლესობა მოიპოვონ, თუ ისინი გაიმარჯვებენ რბოლაში შუა დასავლეთის რამდენიმე შტატში. ეს მათ საშუალებას მისცემს დაბლოკონ ჰარისის მრავალი ინიციატივა და წარდგენილი კანდიდატურა, თუ ის თეთრ სახლს დაიკავებს ან დაეხმარონ ტრამპს დაპირებული გადასახადების შემცირებაში, თუ ის მოიგებს. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელები მოიპოვებენ 60 მანდატს, რაც საჭიროა კანონმდებლობის უმეტესობის წინსვლისთვის.
ნებრასკაში რესპუბლიკელი სენატორი დებ ფიშერი გამოწვევის წინაშე დგას დამოუკიდებელი კანდიდატის, დენ ოსბორნისგან, რომელსაც არ უთქვამს, გამარჯვების შემთხვევაში სენატში დემოკრატებთან ერთად იქნება თუ არა. რესპუბლიკელები ასევე გამოწვევის წინაშე არიან, ტეხასში, სადაც სენატორი ტედ კრუზი უპირისპირდება კოლინ ალრედს მანდატისთვის, რომელსაც რესპუბლიკელებს სამი ათწლეულის განმავლობაში ეკავათ.
წარმომადგენელთა პალატა
სურათი ნაკლებად ნათელია წარმომადგენელთა პალატაში, სადაც რესპუბლიკელებს აქვთ მცირედი უმრავლესობა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დემოკრატებს შეუძლიათ მოიპოვონ საკმარისი მანდატები პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად, თუმცა არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ ეს იქნება “ტალღა”, მსგავსად 2018 ან 2010 წლებისა, რაც გამოიწვევდა ხელისუფლების გადამწყვეტ ცვლას.
ორივე პარტიას აქვს მინიმუმ 200 მანდატი და გამარჯვებული მხარე სავარაუდოდ მიიღებს მცირედ უმრავლესობას, რამაც შეიძლება გაართულოს პრეზიდენტის მმართველობა. ეს აშკარა იყო გასული ორი წლის განმავლობაში, როდესაც რესპუბლიკელებს შორის შიდა დაპირისპირებამ გამოიწვია უთანხმოება იმიგრაციისა და უკრაინის დახმარების საკითხებზე.
მჭიდრო რბოლამ დემოკრატიულ შტატებში, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში, შეიძლება განსაზღვროს პალატის კონტროლი, თუმცა საბოლოო შედეგი შეიძლება არ გახდეს ცნობილი რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან კალიფორნიას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს ბიულეტენების დასათვლელად, ხოლო ახლო რბოლების გადათვლას და მეორე ტურებს შესაძლოა, კვირები დასჭირდეს.
ვირჯინიის შტატში ორმა რბოლამ შეიძლება ადრე გახადოს ნათელი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს დაპირისპირება. რესპუბლიკელთა გამარჯვება მე-7 ოლქში, რომელიც მოიცავს ვაშინგტონის გარეუბნებს, შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ პარტიამ შეინარჩუნა მიმზიდველობა კონკურენტულ ოლქებში. დემოკრატების გამარჯვება მე2 ოლქში შეიძლება მიანიშნებდეს, რომ პარტიას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლის უნარი, თქვა “ქუკ პოლიტიკალ რეპორტის” ანალიტიკოსმა, ერიკ კოვეიმ.
ჩრდილოეთ კაროლინის შტატის 1-ლი ოლქი, რომელსაც ამჟამად დემოკრატი დონ დევისი იკავებს, ასევე შეიძლება იყოს ინდიკატორი, თქვა მან.