6 ნოემბერს ბუნდესტაგში საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართება

ხვალ, 6 ნოემბერს, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გერმანიის მთავრობის მოსმენა გაიმართება.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოს საპარლამენტო განხილვის პირველი საკითხი იქნება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გერმანიის ბუნდესტაგში განიხილავენ. საპარლამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია იყვნენ, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ.