არჩევნების შეფასებისას მხოლოდ იმის გამო არ ითქვა სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რომ არჩევნების შეფასებისას ეს პრაქტიკა გამოირიცხა და ამ სიტყვებს აღარავინ იყენებს

არჩევნების შეფასებისას მხოლოდ იმის გამო არ ითქვა სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რომ ს შეფასებისას ეს პრაქტიკა გამოირიცხა და ამ სიტყვებს აღარავინ იყენებს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ოპოზიციის მხრიდან, ეუთო/ოდირის შეფასებასთან დაკავშირებულ სპეკულაციას ეხმიანება.
„ეუთო/ოდირმა , როცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა – დასკვნაში არსად იყო გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“- წერს თამთა მეგრელიშვილი და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაში ეს ტერმინოლოგია არ არის, რადგან ეს პრაქტიკა აღარ არის და არჩევნების შეფასებისას ეს სიტყვები აღარ გამოიყენება.
ანალიტიკოსის თქმით, ერთ-ერთი პირველი ვინც განაცხადა, რომ არჩევნების შეფასებისას ეს ტერმინოლოგია აღარ გამოიყენება, სამართლიანი არჩევნების გამგეობის თავმჯდომარე თამთა სართანიაა, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ეს წესი დაივიწყა.
თამთა მეგრელიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია თუ არასამთავრობო სექტორი სა და არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობენ, მათ ეს არ გამოუვათ, რადგან არ მოიძებნება არცერთი მტკიცებულება და დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები არასათანადო პირობებში ჩატარდა.
„ოპოზიცია ამტკიცებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები ეუთო/ოდირის მიერ უარყოფითად შეფასდა, რადგან შეფასებისას არ იყო გამოყენებული სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რაც ამ არჩევნებს ლეგიტიმურობას უკარგავს.
თამარ სართანია, „სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის თავმჯდომარე, ასევე ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების შეფასების დროს სიტყვებს თავისუფალი და სამართლიანი წლებია აღარავინ იყენებს, ახლა კი, არჩევნებზე საუბრისას, მან ეს წესი რატომღაც დაივიწყა.
მაგალითად ეუთო/ოდირმა , როცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა – დასკვნაში არსად იყო გამოყენებული ისეთი ტერმინოლოგია, როგორიცაა „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.
საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებისას მხოლოდ იმის გამო არ ითქვა სიტყვები free (თავისუფალი) და fair (სამართლიანი), რომ არჩევნების შეფასებისას ეს პრაქტიკა გამოირიცხა და ამ სიტყვებს აღარავინ იყენებს.
მინაწერი: მართალია ოპოზიცია და მასთან აფილირებული ორგანიზაციები ცდილობთ ცესკოს და 2024 წლის არჩევნების პროცესის დისკრედიტაციას, მაგრამ არაფერი გამოვა, ერთი დასკვნა არ მოიძებნება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან არასათანადო პირობებში ჩატარდა,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.