პოლიტიზებული მოსამართლე სადღაც მაინც შემორჩენილა. ხუჭუა იმასაც ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ხომ არ აჯობებდა, რომ მოსამართლის ამ უსამართლო განაჩენზე და ოპოზიციის სპეკულაციებზე თავად ამერიკელებს გაეკეთებინათ განცხადება?“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ხუჭუამ განაჩენი ამერიკელებს გამოუტანა, რადგან ხმის მთვლელი აპარატები სწორედ ამერიკელებს ჩამოტანილი და დამონტაჟებულია, მეტიც ისინი თავად ესწრებოდნენ დატესტვის პროცესს.
თამარ ჩიბურდანიძეს თქმით, თუკი აპარატს და მარკერს ხარვეზი ჰქონდა, ეს აპარატების დატესტვის პროცესში თავად ამერიკელებს უნდა აღენიშნათ. მისი თქმით, გასაკვირია, რატომ გახდა ამერიკელების მიერ შემოთავაზებული მეთოდიკა და მათი აპარატი სასამართლო დავის საკითხი.
“გვეგონა პოლიტიზებული სასამართლო წარსულს ჩავაბარეთ, თურმე სადღაც მაინც შემორჩენილა. გუშინ გურჯაანის მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ისეთი პოლიტიკური განცხადება გააკეთა სასამართლო დარბაზში, თავად გახადა პოლიტიკური საკუთარი გადაწყვეტილება. აღარაფერს ვამბობთ მისი მეუღლის პოლიტიკურ აქტიურობაზე, რის გამოც იურისტები საუბრობენ, რომ მას აცილება უნდა გაეკეთებინა.
გარდა ამისა, ხუჭუა ვერ მიხვდა, რომ მან განაჩენი რეალურად ამერიკელებს გამოუტანა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ხმის დამთვლელი აპარატები ამერიკელებმა ჩამოგვიტანეს, დაგვიმონტაჟეს და ყველა ატრიბუტიკაც მათ შეარჩიეს, ოპოზიციასთან ერთად. უფრო მეტიც, გატესტვასაც თავად ესწრებოდნენ.
რა მოხდა? მაშინ მარკერები კარგად ვერ აფერადებდნენ და მხოლოდ არჩევნებზე გაივსო მელნით? რატომ არავინ არ აღნიშნა მაშინ ეს ხარვეზად და არ შეცვალეს ქაღალდი? რატომ მოხდა, რომ მათ მიერ ვიზირებული მეთოდი დღეს სასამართლოებში განხილვის საგანი გახდა?
ხომ არ აჯობებდა, რომ მოსამართლის ამ უსამართლო განაჩენზე და ოპოზიციის სპეკულაციებზე თავად ამერიკელებს გაეკეთებინათ განცხადება?”- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს