ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, მან განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი. დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება

ელისაშვილმა მოსამართლე ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა, მან განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი. დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილმა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება წინასწარ იცოდა და განაჩენის გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე, ინტერვიუში თქვა გადაწყვეტილების შინაარსი.
როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, ზემოხსენებული მოწმობს, რომ პროცესი იყო პოლიტიკურად მოტივირებული და დარღვეულია სასამართლოს საიდუმლოება.
„20 საათსა და 58 წუთზე „ტვ პირველს“ მისცა ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შეაქო მოსამართლე ასეთი გადაწყვეტილებისთვის. 21 საათსა და 11 წუთზე „საზოგადოებრივ არხს“ მისცა ინტერვიუ, სადაც განაცხადა იგივე და თქვა, რომ რა გამბედავია ეს მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და პირდაპირ ასახელებს გადაწყვეტილების შინაარსს.
22 საათსა და 8 წუთზე დაიწყო მოსამართლემ ამის გამოცხადება, ანუ ერთი საათის შემდეგ. თუ აქ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი არ იყო ეს და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი, პოლიტიკოსებმა საიდან იცოდნენ ამ გადაწყვეტილების შესახებ. აქ ხომ აშკარად დარღვეულია სასამართლოს თათბირის საიდუმლოება“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს