ჯანდაცვის მინისტრი , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ.
“საუბარი შეეხო ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით, გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.
მიხეილ სარჯველაძემ ლაშა ქარდავას წარმატებები უსურვა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით, სრული მხარდაჭერა აღუთქვა”, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული: ოჯახის სიწმინდე და სიმტკიცე იწყება იქ, სადაც დაცულია ადამიანის ღირსება, შინაგანი მშვიდობა, სამართლიანობა, ერთმანეთის პატივისცემა და ოჯახისთვის აუცილებელი სოციალური თუ ეკონომიკური სტაბილურობა

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…