„რუსეთმა მარცხი განიცადა. მის იმპერიაში მოლდოვის რეინტეგრაცია არ მოხდა“ – გია ხუხაშვილი

მაია სანდუს გამარჯვებით რუსეთმა იმპერიის აღდგენის მცდელობაში მორიგი მარცხი განიცადა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი მოლდოვაში ჩატარებული საპრეზიდენტო ს შედეგებს. ექსპერტი ,,კომერსანტთან” საუბარში აცხადებს, რომ რუსეთმა მრავალი სპეცმეთოდი გამოიყენა, რათა მოლდოვა მისი გავლენის ქვეშ მოექცია, თუმცა ქვეყნის რუსულ იმპერიაში რეინტეგრაციის მცდელობა ვერ შედგა.
,,ამ გეოპოლიტიკურ თამაშებში გავლენის სფეროების დაბრუნებისთვის იბრძვის. მან მორიგი მარცხი განიცადა ანუ რუსეთის იმპერიაში მოლდოვის რეინტეგრაცია არ მოხდა და ეს არის უდავოდ წარმატება. სამწუხაროდ, წარმატებული პროექტი ხორციელდება საქართველოში, რომ რუსეთმა რაღაც ტრანსფორმირებული ფორმით გავლენა დაიბრუნოს, მაგრამ იმედია ეს დროებითია. მოლდოვა ძალიან რთულ ვითარებაშია. მის ტერიტორიაზე რუსეთის არმია დგას დღემდე. გარდა ამისა, რუსული ეკონომიკური და კულტურული გავლენა მოლდოვაზე კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოზე. მოლდოვამ დაადასტურა თავისი ევროპული არჩევანი და მეთოდურად აგრძელებს სვლას ევროკავშირისკენ.”- აცხადებს გია ხუხაშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნებში იაქტიურეს ემიგრანტებმა. საზღვარგარეთ მცხოვრები მოლდაველების დიდი უმეტესობა მხარს სწორედ მაია სანდუს უჭერდა. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ სპეკულაციები ემიგრანტების პოზიციაზე არასწორია, რადგან საზღვარგარეთ მცხოვრებ მოლდაველებს ისეთივე უფლება აქვთ დააფიქსირონ თავისი პოზიცია, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.
„ყველაზე მეტი მოლდაველი რუსეთში ცხოვრობს. დღემდე ასეა, რომ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო რუსეთში ემიგრაცია მაღალია. თუნდაც ასე იყოს, რომ არჩევნების ბედი ემიგრანტებმა გადაწყვიტეს, უცხოეთში მცხოვრები მოლდაველები მოლდაველები არ არიან? ისინი ინახავენ დიდ წილად ქვეყანას, ისევე როგორც ქართველი ემიგრანტები, რომლებიც საქართველოს სოციალური პრობლემების ლომის წილს წყვეტენ. ჩვენთან ემიგრაციას ფაქტობრივად შეუზღუდეს არჩევანი. ეს ძალიან დიდი უსამართლობა და უსინდისობაა ხელისუფლების მხრიდან. ემიგრაციისთვის არჩევანის უფლების შეზღუდვა და მათი კრიტიკა, იმის გამო რომ მოშორებულები არიან სამშობლოს დიდი უსინდისობაა“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.
ექსპერტი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებასა და მაია სანდუს მთავრობას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კარგად არ გამოიყურება, რადგან საქართველოს ხელისუფლება პროევროპული კურსიდან უხვევს.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროევროპული არჩევანი კონსტიტუციით არის გამაგრებული, ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მოლდოვასთან. სხვა საკითხია, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ გზიდან უხვევს და უხვევს ძალიან ცუდი ფორმებით. ეს ჩანს ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებაში სთან და მოლდოვასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. ევროპასთან რა დამოკიდებულება და რა ურთიერთობები აქვთ ეს კარგად ვიცით. პერსპექტივები საქართველოსა და მოლდოვას შორის ურთიერთობებში მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურება.”- აცხადებს გია ხუხაშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოლდოვის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპულმა მაია სანდუმ გაიმარჯვა. მან ხმების 54%-ზე მეტი მიიღო. მეორე კანდიდატი ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლუ იყო, რომელიც პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტია“ უჭერდა მხარს.