„დიდმა შვიდეულმა“ დაგმო რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობა

„დიდი შვიდეულის“, ასევე სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სერიოზულად არიან შეშფოთებული რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განთავსებისა და ში მათი შესაძლო გამოყენების გამო, იტყობინება Reuters-ი.
„კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ უკრაინაში ს აგრესიის პირდაპირი მხარდაჭერა, გარდა იმისა, რომ წარმოაჩენს რუსეთის სასოწარკვეთილ მცდელობას, მოახდინოს საკუთარი დანაკარგების კომპენსაცია, კონფლიქტის სახიფათო გაფართოებაც იქნება,“ ნათქვამია მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
მათ ასევე „სრულიად კატეგორიული სახით“ დაგმეს ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სამხედრო თანამშრომლობა, მათ შორის რუსეთის მიერ ჩრდილოკორეული ბალისტიკური რაკეტების „უკანონო შესყიდვა“.
როგორც გაზეთი Financial times-ი იტყობინება დღეს უკრაინის დაზვერვაზე დაყრდნობით, კურსკის ოლქში უკვე მოხდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ჩრდილოეთ კორეის ჯარებს შორის შეტაკება.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მხოლოდ მაშინ შეიძლება შედგეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, თუ 4 პარტია ოპოზიციის რანგში ჯანსაღი ძალებით ჩანაცვლდება – ამოცანა რჩება ძალაში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი მაქსიმალურად დასუსტდნენ

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში – ვფიქრობთ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე

სალომე სამადაშვილი – ვინმემ დამიდოს გეგმა და წამზომი ჩართოს, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას – ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თუ ვინმეს აქვს იდეა, ჩვენ ღია ვართ