რუსთაველის თეატრში Touch Summit იმართება – ანონსი

7-8 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, GITA -ს მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია Touch Summit იმართება. ღონისძიება აერთიანებს 60-ზე მეტ სპიკერს, 100-ზე მეტ სესიას, ვორქშოფებს, სტარტაპ ექსპოს, მენტორშიფის სესიებს, სტარტაპ ჩელენჯსა და სხვა. ორი დღის განმავლობაში თეატრის სხვადასხვა სივრცეში Touch – ის მონაწილეები და ღონისძიების სტუმრები ექვს მთავარ თემას განიხილავენ: დიზაინი, ბიზნესი, ტექნოლოგიები, მომავალი, სტარტაპები, ინვესტიციები. სპიკერები წარმოდგენილნი არიან წამყვანი კომპანიებიდან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, UNIT9 და ბევრი სხვა.