გია ვოლსკი – ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები – ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები

ყველანაირი უზნეობის, უტიფრობისა და უმსგავსობის დაშვებას ველოდები – ვერავინ იტყვის, რას მოიგონებენ და რა გზით გააგრძელებენ აქტივობას ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მ განუცხადა.
ვოლსკის მტკიცებით, ყველანაირად დასტურდება, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ოპოზიციამ სერიოზულად შეირცხვინა თავი, პირველ რიგში, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.
„შეიძლება ცალკეული გადაცდომები არსებობდა, რასაც რა საკვირველია, ს შედეგებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია.
გამომდინარე აქედან, არის მცდელობა იმისა, როგორმე ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელსა და აქციის მონაწილეს შორის ისეთი შეჯახება მოხდეს, რაც დესტრუქციულ სუბიექტებს იმის საშუალებას მისცემს, დაპირისპირება საერთაშორისო ფორმატებში გადაიტანონ. მათი აზრით, მათ აქ გარკვეული მხარდაჭერა ექნებათ და დაუბრუნდებიან გეგმას, რასაც რევოლუციის გზით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქვია. ეს არის მათი ამოცანა და ფორმულა.
ჩვენი ვალია აქციებში მონაწილე ახალგაზრდები გავაფრთხილოთ: – მათი მცდელობა, რაღაც უსამართლობას წინააღმდეგობა გაუწიონ, შეიძლება გულწრფელი იყოს, მაგრამ უსამართლობა არ მომხდარა და არჩევნები დასრულდა იმ შედეგით, რაც მ გამოაქვეყნა და რაც მხარდაჭერილია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში – ვფიქრობთ, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე

სალომე სამადაშვილი – ვინმემ დამიდოს გეგმა და წამზომი ჩართოს, როგორ აპირებს პუტინის რეჟიმის დამარცხებას – ეს არის ბრძოლა, რომელიც მოითხოვს მოთმინებას, თუ ვინმეს აქვს იდეა, ჩვენ ღია ვართ

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ჰქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოგვექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ