– აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა, ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია

აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალას და დღევანდელი აქციის ბოლომდე, პარტიები ხვალინდელი პროტესტის გეგმას გამოაცხადებენ.
„დღეს ჩვენ აქ გადმოვიტანეთ სწრაფად პროტესტი, იმიტომ, რომ სააპელაციო განიხილავს სარჩელებს, შესაბამისად, მათაც უკან დაიხიეს, ყოველ შემთხვევაში, დღეს და გადაიტანეს ხვალისთვის ეს სხდომა. წინააღმდეგობის მოძრაობა იკრებს ძალებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ისინი უნდა შევაწუხოთ ყველგან. დღეს ჩვენი სამიზნე არის სასამართლო, აღმოჩნდა ერთი გმირი მოსამართლე თეთრიწყაროში, რომელმაც 30 უბანი გააუქმა და მე ვთხოვ სხვა მოსამართლეებსაც, რომ გაიზიარონ მისი პოზიცია, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს აქ ვართ და სანამ დავიშლებით აუცილებლად გამოვაცხადებთ ხვალინდელ გეგმას.“- განაცხადა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება