რუსეთის საგარეოს მტკიცებით, აუცილებელია სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ საჭიროა ოკუპირებული სა და ცხინვალის რეგიონებში “უსაფრთხოების გაძლიერება”. განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გაკეთდა, რომელიც 5-6 დეკემბერს გაიმართა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ სწრაფად უნდა დაიწყოს არსებითი მუშაობა “საქართველოს მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადებაზე”. ასევე ს საგარეო ისევ იმეორებს, რომ უნდა დაიწყოს დე ფაქტო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი.
“სოხუმისა და ცხინვალის უსაფრთხოების შემდგომი გაძლიერების აუცილებლობა ნაკარნახევია შავი ზღვის რეგიონში ნატოს მზარდი აქტივობით, ალიანსის მიერ საქართველოს სამხედრო განვითარების გეგმების განხორციელებით და ამ ქვეყნისთვის თანამედროვე ტიპის იარაღის მიწოდებით”, – წერია განცხადებაში.