დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის იერიშებს 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ადამიანი ქალაქ ქაბატიაში დაიღუპა, კიდევ ორი კი ტამუნის რაიონში.
ამასთან, პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ინფორმაციით, ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.