პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ავთანდილ რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება

მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში (მის: გუდიაშვილის ქ. N7) აფხაზეთის ომის ვეტერანის, მხატვარ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 100-მდე ფერწერული ტილო-პეიზაჟები, პორტრეტები, ნატურმორტები და ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები.
„აღსანიშნავია, რომ ავთანდილ (ნოდარ) რეხვიაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. მან ხატვა 65 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად ამბობს, ფერწერა მისთვის ერთგვარი ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაცაა ომის შედეგად მიღებული და საყვარელი მეუღლის გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილის შემდეგ. ეს გამოფენა, რომელიც 7 ნოემბრამდე გასტანს, მისი რიგით მეშვიდე პერსონალური გამოფენაა. გამოფენა 5 ნოემბერს 17:00 საათზე გაიხსნება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?