ჩრდილოეთ კორეამ შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვისკენ მცირე რადიუსის სულ მცირე შვიდი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსებმა (JCS) და იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს.
სეულის ცნობით, რაკეტებმა დაახლოებით 400 კილომეტრი იფრინეს. სამხრეთ კორეელი სამხედროები აკვირდებოდნენ გაშვებას და იაპონელ და ამერიკელ მოკავშირეებს ინფორმაციას უზიარებდნენ.
„ბალისტიკური რაკეტების გაშვება ჩრდილოეთ კორეიდან „ემუქრება ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა იოშიმასა ჰაიაშიმ.
3 ნოემბერს სამხრეთ კორეამ, იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი საჰაერო წვრთნები გამართეს. სამხრეთ კორეის თავდაცვის ინდუსტრიის ასოციაციის წარმომადგენელმა, ჰან კვონ-ჰემ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ რაკეტების გაშვება შეიძლება ჩაითვალოს „პირდაპირ პასუხად“ ამ სამმხრივ სამხედრო წვრთნებზე,
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეამ რაკეტები 31 ოქტომბერსაც გაუშვა. შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ფხენიანის ქმედებები მკაცრად დაგმეს და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების აშკარა დარღვევად შეაფასეს.