5 ნოემბერს ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
“ზღვაზე შესაძლებელია 4-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია სააგენტოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„იმ სამედიცინო პერსონალის დასაქმების მიზნით, ვინც ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის კერძო სერვისის მიმწოდებლებთან იყო დასაქმებული, კონკურსი გამოცხადდება“ – მიხეილ სარჯველაძე