აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით უკვე 81 მილიონზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა, – ინფორმაციას BBC-ი „ფლორიდის უნივერსიტეტის საარჩევნო ლაბორატორიაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით არჩევანი 81 379 684-მა ადამიანმა დააფიქსირა, აქედან: 44 402 375-მა ხმა წინასწარ გახსნილ საარჩევნო უბნებზე მისცა, 36 977 311-მა კი ფოსტის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის დროს, აშშ-ში ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველმა, 101,5 მილიონმა ადამიანმა ისარგებლა, 2016 წელს კი არჩევნების დღემდე აშშ-ში საკუთარი არჩევანი 47-მა მილიონმა ადამიანმა გააკეთა.
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში დღეს, 5 ნოემბერს გაიმართება. ამერიკის მოქალაქეები და შემდგომ საარჩევნო კოლეგია განსაზღვრავს, ვინ მართავს ქვეყანას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში – „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი თუ „რესპუბლიკელი“ კანდიდატი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!