თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება არის განაჩენი საპარლამენტო არჩევნებისაც და საქართველოს სასამართლო სისტემისაც – ლევან ალაფიშვილი

იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას ეხმაურება:
,,თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ორმაგად მნიშვნელოვანია: საქართველოს სასამართლოებს ამ/ასეთ დავებზე გაუჭირდებათ თეთრზე შავის თქმა, ეს ერთი და თუ მაინც იტყვიან, სტრასბურგის სასამართლო სწორედ თეთრიწყაროს სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას მიუთითებს არგუმენტაციაში, ეს მეორე.
მოკლედ, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება არის განაჩენი საპარლამენტო არჩევნებისაც და საქართველოს სასამართლო სისტემისაც.
რუსული კალკით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას უპირებდნენ გაჩერებას. არადა ვერ ისწავლეს რომ 30 წელი საიას გაჩერება ვერავინ შეძლო.
UPTADE/განახლება: გორის რაიონულ სასამართლოსაც დაუკმაყოფილებია დამკვირვებელი ორგანიზაციის სარჩელი. მოსამართლე “საიელია”, ამაყი ვარ 30 წლის წინანდელი ამბით, დაგვეფუძნებინა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ნახევარ საუკუნეს გადაცილებულ “საიელს” მეიმედებით და მიხარიხართ საიელებო”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)