დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე: მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს

დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუაზე: მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს
ექსპერტი დავით ჩიხელიძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგების გაბათილებას ეხმიანება.
ჩიხელიძე მოსამართლის მეუღლის, ელზა გურგენიძის ფეისბუქ-პოსტებს აზიარებს და აღნიშნავს, რომ ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს და მსგავსი მნიშვნელობის საქმე მხარემ არ უნდა განიხილოს.
„მარწყვის ტორტზე გაცვლილი სამართალი – ეს ქალბატონო თეთრიწყაროს მსუნაგი მოსამართლის მეუღლეა, მოსამართლის რომელმაც დღეს ბუნდოვანი გადაწყვეტილება მიიღო, იურისტები დამეთანხმებიან, რომ ს დროს ხმის ფარულობის დარღვევა არ ყოფილა, ჩარჩო კონვერტი სრულად უზრუნველყოფდა ხმის ფარულობას.
მსგავსი მნიშვნელობის საქმე, მხარემ არ უნდა განიხილოს, რადგან ფაქტი სახეზეა, ვლადიმერის მეუღლე ოპოზიციას წარმოადგენს!“ – წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ გადავლახეთ სერიოზული პრობლემები, წარმატებით ჩავატარეთ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, შემდეგი ორი წლის განმავლობაში არ გვექნება არჩევნები და შეგვიძლია, მთლიანად ვიყოთ კონცენტრირებული ქვეყნის განვითარებაზე

ჩვენ არ გაგვიჭირდა ფაქტების დადება და ფაქტებით დავადასტურეთ, რომ არათუ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული, იყო მარტივი გათვლა – ეს ინფორმაცია უნდა გავრცელებულიყო „ბი-ბი-სის“ მიერ, შემდეგ შესაბამისი ჩანაწერები უნდა მოხვედრილიყო კონკრეტულ საერთაშორისო დოკუმენტებში

ამერიკულმა განცხადებებმა, იგივე ბორის ჯონსონის განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით სხვადასხვა დროს, რომ რასაც უწოდებდნენ ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში აღმოჩნდა ორპირი ქარის პოლიტიკა, ამან ძალიან მძიმე შედეგები იქონია კონკრეტულ ქვეყნებზე