,,სასწაულებიც თურმე ხდება… მთლად ბოლომდე განწირული არ ვართ!“ – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,სასწაულებიც თურმე ხდება. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკამაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი და გააუქმა სა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტბში ჩატრებული ელექტრონული ს შედეგები ყველა 30-ვე უბანზე!
მოსამართლე ხუჭუამ მოატანინა ბიულეტენები, ხმის მიცემის აპარატები, ჩაატარა ექსპერიმენტი სასამართლოს დარბაზში, სადაც მოდელირებული იქნა ელქტრონული აპარატების გამოყენებით ხმის მიცემის პროცესი და დაადგინა, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო!
მოკლედ რაღაცა ხდება დანიის სამეფოში! მთლად ბოლომდე განწირული არ ვართ! ეს პრეცენდენტია, რომელსაც სხვა სასამართლოები გვერდს ვერ აუვლიან, განსაკუთრებით სასამართლო ექსპერიმენტის ნაწილში! სააპელაციოს ძალიან გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების შეცვლა ისე, რომ ექსპერიმენტი არ გაიმეოროს, ხოლო თუკი ექსპერიმენტი შედგა, იქ შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში ცალსახაა, ხმის მიცემის ფარულობა დარღვეულია. ასე რომ, ახლა, შეხვედრამდე თბილისის სააპელაციო სასამრთლოში!”