ISFED -ის იურისტი – გორის სასამართლომ ISFED-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საოლქო საარჩევნო კომისიას დაავალა, თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა

გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „სამართლიანი არჩევნების“ იურისტმა, რატი თინიკაშვილმა განუცხადა, სასამართლომ გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
„საკითხი უკავშირდებოდა იმას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრებული გვქონდა 15 საარჩევნო უბანი, რომლის წინასწარი მონაცემები და შემაჯამებელი ოქმები არ იყო იდენტური. ვითხოვდით, რომ ამ საარჩევნო უბნების შედეგები ხელახლა ყოფილიყო დათვლი. ოლქმა არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, რაც გავასაჩივრეთ და გორის რაიონულმა სასამართლომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა და გორის საოლქო საარჩევნო კომისას დაავალა თავიდან დათვალოს 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.
მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებოდათ ამ უბნების მთვლელებს და თავმჯდომარეებს , მაგრამ ეს ნაწილი არ დაკმაყოფილდა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დავალება ეხება მხოლოდ იმ ნაწილს, რომ ხელახლა მოხდეს 15 საარჩევნო უბნის შედეგების დათვლა”, – განაცხადა თინიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას