გრეტა თუნბერგი – აღმაშფოთებელი, ავტორიტარული განვითარებაა, რაც ახლა საქართველოში ხდება – აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო მხარდაჭერა მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან

აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო , – ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა თბილისში აქციაზე, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება “აღმაშფოთებელია”.
„აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“, – განაცხადა გრეტა თუნბერგმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უსუსურმა, არაფრისმაქნისმა „ოცნებამ“ ვერ განჭვრიტა, რომ „ინტერ რაოს“ ადრე თუ გვიან ევროკავშირი დაასანქცირებდა – 4 წელზე მეტი ჰქონდათ, რომ შეეზღუდათ ის თბილისის ელექტრომომარაგების ბაზარზე, მათ არ გააკეთეს!

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!