“ბუდაპეშტში მხოლოდ ერთი ტანკი შეჩერდა და გზა მისცა ხიდზე მყოფთ, სასწრაფოდ ამოიყვანეს ტანკის ოთხ კაციანი ეკიპაჟი და იქვე მიახვრიტეს, ოთხივე ქართველი იყო…”

“ეს ნოდარ კობერიძის, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, ბოლო წერილია:
“მწყინს ძალიან მწყინს, როცა ქართველებს მოცეკვავე ხალხად მოიხსენიებენ (ინდოეთში უმდაბლესი კასტა), ამით უნდათ, დაგვამცირონ და ერთ მცონარა არაფრის მაქნის ერად წარმოგვაჩინონ, არადა ცეკვაშიც ვლინდება ერის ხასიათის მენტალობა. ხოლო ის იქედნურობა, რომელსაც ესეოდენ მონდომებით ნერგავენ ერის საბოლოო დაცემისკენაა მიმართული.
1956 წლის მარტში ქართველებზე ნავარჯიშებმა ურდომ იმავე წლის ოქტომბერში თავისი არმია უნგრეთს შეასია. ბუდაპეშტში ხიდებზე ქალები და ბავშვები დასხდნენ, ტანკებით ხომ არ გადაგვივლიანო- გადაურეს, მხოლოდ ერთი ტანკი შეჩერდა და გზა მისცა ხიდზე მყოფთ, სასწრაფოდ ამოიყვანეს ტანკის ოთხ კაციანი ეკიპაჟი და იქვე მიახვრიტეს, ოთხივე ქართველი იყო….
ანდა თემურ ლენგი ავიღოთ. ყველა ისინი ვინც ჩვენ დაგვცინის თემურს ფეხებში ჩაუვარდა და მხოლოდ ქართველებმა არ ინებეს დანებება! შვიდჯერ ილაშქრა თემურმა და მაინც ვერაფერს გახდა და ბოლოს თავად გაუგზავნა ელჩობა და ზავი შესთავაზა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა როდესაც თემურმა ზავი ითხოვა და სასწრაფოდ გაეცალა საქართველოს….
მარტო ეს ორი მაგალითი კმარა იმის გასაგებად რა ხალხნი ვართ ქართველები და სწორედ მაგ მენტალობას ებრძვის ურდო ყველაზე გააფთრებით და საკუთარ ფესვებს ჩავყვეთ ბოლომდე და ჩვენი მომრევი არავინ და არაფერი არ იქნების….”
პუბლიცისტი, მწერალი და დიდი ადამიანი, ნოდარ კობერიძე, 2 წლის წინ გარდაიცვალა.
მისი შვილი, გიორგი, მართლა ღირსეულად აგრძელებს მამის გზას და ჩემი დიდი პატივისცემა კიდევ ერთხელ მას, იმისათვის, რასაც აკეთებს და როგორც აკეთებს.
Giorgi Koberidze” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.