აქციის მონაწილეებს – პროტესტი ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა – მზად ხართ ორშაბათობისთვის?

რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს? – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ რუსთაველის გამზირზე მდგომ აქციის მონაწილეებს.
როგორც ბაქრაძემ განმარტა, აქციები ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართება, მაგრამ ორშაბათობით ცენტრალურ გამზირზე მთავარი აქციები მოეწყობა.
„რას ფიქრობთ იმაზე, რომ ორშაბათობით აქ მოეწყოს დიდი დემონსტრაცია, სადაც ჩვენ გაგაცნობთ შემდგომ გეგმებს, შემდეგი კვირისთვის და დაინიშნოს ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები? მე ეს მახსოვს ჯერ კიდევ “გედეერის” პერიოდიდან, როდესაც “გედეერში” ასეთი ორშაბათის დემონსტრაციები იმართებოდა და ამას, საბოლო ჯამში, მოჰყვა კედლის დანგრევაც. მზად ხართ ორშაბათობებზე? არ ვისვენებთ, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა აქცია, მაგრამ არის ერთი დიდი ცენტრალური აქცია ორშაბათობით”, – თქვა ლაშა ბაქრაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო