რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირზე, სადაც ცოტა ხანში აქცია უნდა დაიწყოს, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია.
პარლამენტთან შეკრებილებს ცოტა ხნის წინ, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, სამი პოლიტიკური გაერთიანების: „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები შეუერთდნენ, რომლებმაც სადგურის მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე მსვლელობა მოაწყვეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით ცოტა ხანში მიმართავენ. დაგეგმილია ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმის გამოქვეყნება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დედა რომ გარდაიცვლება და თან მიაქვს დარდი უდანაშაულოდ დაპატიმრებული შვილისა, თუ პასუხისმგებლობის ნატამალს არ გრძნობს ის, ვისი ბრალიცაა, ნიშნავს, რომ ძალიან ჩამოშორდნენ ქართულ ფასეულობებს – გარუსება სხვა კი არაფერია