გიორგი ვაშაძე – პროტესტი პერმანენტული იქნება, პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება

პროტესტი პერმანენტული იქნება – პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება , – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა მ განაცხადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც საპარლამენტო ს შედეგებს აპროტესტებენ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” კი საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას.
“პროტესტი პერმანენტული იქნება. იქნება სისტემური, კომპლექსურად დაგეგმილი გვაქვს ყველაფერი. პერიოდულად უფრო და უფრო გამწვავდება ეს პროტესტი. ჩვენი მიზანია, გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ხალხმა გავიფორმოთ, ახლიდან ჩატარდეს არჩევნები. მნიშვნელოვანია ახალი ტიპის პროტესტი წამოვიწყოთ, რომელიც მთელ საქართველოს გააერთიანებს, “ქართულ ოცნებას” საბოლოოდ ჩამოაშორებს მმართველობას”, – აღნიშნა ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რობინ დანიგანი – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა ტრამპის ადმინისტრაციისთვის პირადი წერილი, რომელიც იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი