2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორის შემოსავლები $115 მილიონით შემცირდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, იანვარ-ივნისში IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 315 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით, ანუ 115 მილიონი დოლარით ნაკლებია.
2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 784 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ამ სექტორის რეკორდულად დიდი შემოსავალი იყო.