ვოლსკი: რასაკვირველია, მე რუკის ვიზუალი დავიწუნე… ნაცრისფერი ეკრანზე ცუდად აღიქმება და შეიძლება არ გამოჩნდეს, რაც გულდასაწყვეტია, შეცდომაა

რასაკვირველია, მე რუკის ვიზუალი დავიწუნე – პირადად ჩემთვის და ბევრი ჩემი მეგობრისთვის მისაღები არ არის, როდესაც პროპაგანდისტული გამოსვლა გაქვს, რეალურ ფაქტებს ეყრდნობი და ამ დროს რუკაზე ნათლად არ ჩანს, რომ საქართველოს ტერიტორია მთლიანად არის მოხაზული.

შეიძლება დიზაინერების მიმართ პრეტენზია გამოთქვა და გამოსათქმელია კიდეც, მაგრამ მთავარია, რომ ადამიანები, ვინც ამ თემაზე ყველაზე ხმამაღლა, ხისტ განცხადებებს აკეთებენ, დამნაშავე არიან ტერიტორიების ოკუპაციაში და იმაში, რომ ამ ყველაფერს ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დღეს სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და ამბობენ, როგორ თუ რუკაზე უფრო ნათლად არ ჩანდა…

მათაც კარგად იციან, რომ ნაცრისფერი ეკრანზე ცუდად აღიქმება და შეიძლება არ გამოჩნდეს, რაც გულდასაწყვეტია, შეცდომაა, მაგრამ რომელი ჭკუათმყოფელი პოლიტიკოსი გააკეთებს ამას განზრახ?! მით უმეტეს ისეთი ადამიანების სალაპარაკოდ, რომელთაც ამ ტერიტორიების ოკუპირება თავად მოახდინეს და რუსეთს საშუალება მისცეს, რომ სამხრეთ კავკასიაში უპირატესობა ჰქონოდათ.

მოღალატეობრივი ნაბიჯები გადადგეს, დამნაშავეები არიან, რომ დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს, ხოლო ნაცრისფერი კარგად აღიქმება თუ არა კამერის მიერ, ეს მეორე ნაწილია.

თქვა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ს ბრიფინგის დროს გამოყენებულ საქართველოს რუკის გრაფიკულ გამოსახულებასთან დაკავშირებით. ვოლსკის კომენტარს IPN ავრცელებს.