უკრაინა: რუსების გაშვებული 18 დრონიდან 15 გავანადგურეთ

7 დეკემბრის ღამეს უკრაინელებმა რუსების გაშვებული Shahed-ის ტიპის 18 დრონიდან 15 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
“2023 წლის 7 დეკემბრის ღამეს ოკუპანტებმა იერიში ზე Shahed-ის ტიპის დრონებით დან მიიტანეს. ჯამში, მათ Shahed-136/131 ტიპის 18 დრონი გაუშვეს”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ამავე ინფორმაციით, რუსებმა იერიში ძირითადად ხმელნიცკისა და ოდესის ოლქების მიმართულებით მიიტანეს.
“საჰაერო ძალების საზენიტო ბრძოლის შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, განადგურდა მტრის 15 დრონი. მოქმედებებში ჩართული იყო საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და მობილური სახანძრო ჯგუფები”. – აღნიშნავენ უკრაინის საჰაერო ძალებში.