ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ | ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წარმატება უსურვა. მისი თქმით, როცა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება აზერბაიჯანს ეყოლება “კიდევ ერთი ახლო მეგობარი” ევროკავშირში, რომელიც დაიცავს.
“ჩემი რეგულარული ვიზიტები საქართველოში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეგულარული ვიზიტები აზერბაიჯანში არა მხოლოდ თანამშრომლობის ნიშნებია, არამედ ამ ვიზიტების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება. რაც შეეხება საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირის წევრი, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს და ვუსურვოთ საქართველოს წარმატება და მივულოცოთ ჩვენს ქართველ მეგობრებს ეს ახალი განვითარებები და სტატუსი [რეკომენდაცია სტატუსის მიღებაზე] რომელიც მათ მიიღეს”, – თქვა ალიევმა.
ალიევმა თქვა, რომ დარწმუნებულია არაფერი შეიცვლება ორი ქვეყნის ურთიერთობაში და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობაში, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი.