აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის წარმატებული სპორტსმენებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში 2024 წლის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონების დაჯილდოება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამინისტროს საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ და მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯინჭარაძემ გადასცეს.
მინისტრმა სპორტსმენებს საერთაშორისო ტურნირებზე მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა და მორიგი გამარჯვებები უსურვა.
„სპორტი ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამჟამად სპორტის განვითარების მიზნით არაერთ ახალ ინიციატივას განვიხილავთ. ამასთანავე, შევეცდებით, თითოეულ თქვენგანს კიდევ უფრო უკეთესი შედეგების მიღწევაში შეგიწყოთ ხელი“, – აღნიშნა დავით მორგოშიამ.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია